COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 3473 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 493 - თბილისში, 513 - იმერეთში, ხოლო 448 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა - 448, იმერეთი - 513, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 175, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 98, მცხეთა-მთიანეთი - 119, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981. 4 957 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 420, აჭარაში - 789, იმერეთში - 963. მძიმე პაციენტი გვყავს 633, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 101, იმერეთში - 163. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 101, იმერეთში - 33. 3 413 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 583 - აჭარაში, 1 272 - თბილისში, ხოლო 294 - იმერეთში. 8 611 ადამიანი მკურნალობს ბინაზე"
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

13 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 104 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |