COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 76 658 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 163 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 58 674 გახდა.

გარდაიცვალა 33 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 669 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 425 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 361-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |