COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევებმა 1 180-ს მიაღწია
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 3 504 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 232 - თბილისში, 619 - იმერეთში, ხოლო 603 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა - 603, იმერეთი - 619, ქვემო ქართლი - 122, შიდა ქართლი - 140, გურია - 94, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 397, კახეთი - 102, მცხეთა-მთიანეთი - 97, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 890, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში - 375, აჭარაში - 121, იმერეთში - 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში - 168, აჭარაში - 88, იმერეთში - 30.

3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 282 - იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 425 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში - 32"
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

14 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 180 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 178, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |