COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 54 078 052 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 37 691 834 და დაიღუპა 1 314 341 ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.1 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.8 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.8 ინფიცირებულით.

აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდ worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინ მსოფლიოში კორონავირუსის 53 092 733 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, 12 ნოემბერს კი კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 440 433 აღწევდა.
| Print |