COVID19
სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი COVID 19-ისგან განიკურნა
სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი კორონავირუსისგან განიკურნა. ინფიცირებიდან 10 დღის შემდეგ გიორგი მიქელაძე თავს კარგად გრძნობს. ამ ხნის განმავლობაში იგი ექიმების რეკომენდაციით სახლში მკურნალობდა. ამბობს, რომ ვირუსული ინფექცია მსუბუქი ფორმით მიდინარეობდა, ამიტომ მედიკოსების ჩარევა არ დასჭირვებია.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი COVID 19–ით 4 ნოემბერს დაინფიცირდა. გიორგი მიქელაძის თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 204-მდე გაიზარდა.
გააზიარეთ :