COVID19
სოფელ უდიდან COVID 19-ით 2 პირი გარდაიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდიდან კორონავირუსით 2 პირი გარდაიცვალა.

80 წლამდე მამაკაცი წარმოშობით უდიდან იყო. იგი ახალციხეში ცხოვრობდა. თანასოფლელები ამბობენ, რომ თავდაპირველად, ინფიცირებული სახლის პირობებში მკურნალობდა, შემდეგ კი კოვიდმიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მას დღეს, 15 ნოემბერს, სოფელ უდეში დაკრძალავენ.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 60 წლამდე ქალიც წარმოშობით სოფელ უდიდან იყო და თბილისში ცხოვრობდა. ქალი კორონაავირუსის დიაგნოზით 14 ნოემბერს გარდაიცვალა. თანასოფლელების თქმით, მასაც სოფელ უდეში დაკრძალავენ.

ამ დრომდე, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით COVID 19–ის დიაგნოზით 10 ადამიანი იყო გარდაცვლილი. 

HDV. ge–ს ფოტო
| Print |