COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 79 678 მიაღწია. აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მათგან თბილისი 1 354 შემთხვევა, აჭარა - 410, იმერეთი - 398, ქვემო ქართლი - 198, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 248, კახეთი - 126, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.

დღე-ღამეში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე 703 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

კლინიკევში 5 592 ადამიანი მკურნალობს.


| Print |