COVID19
როდის დაიწყება საქართველოში საველე ჰოსპიტლების შექმნა? - გამყრელიძის განცხადება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება და მუშავდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა ჯერ საწოლების მობილიზების A გეგმას მიჰყვება, რომლის მიხედვით ქვეყანაში კოვიდ-პაციენტების მიმღები საწოლების რაოდენობა 8 500-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში არასაველე საწოლების მობილიზება ხდება. დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით 5 500-მდე საწოლია მობილიზირებული.

როგორც გითხარით დღეისთვის საავადმყოფოებში 4 751 პაციენტი წევს და ყოველდღიურად ხდება საწოლფონდის მობილიზება, რომ ამ თვის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 8 500-მდე ავიდეს. თუ ეს რაოდენობა არ იქნება საკმარისი, მაშინ არის გეგმა B, რომელიც დიდი სხვა სივრცეების მობილიზებას გულისხმობს, სადაც შეიძლება დამატებითი ადგილები გამოინახოს, რომ პაციენტებს ჰოსპიტალური დახმარება მიეწოდოთ“, -
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

| Print |