COVID19
უდეში კორონავირუსით ანტონ ობოლაშვილის ბიძა გარდაიცვალა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში კორონავირუსით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ანტონ ობოლაშვილის ბიძა გარდაიცვალა. კოვიდ ინფიცირებული მამაკაცი სოფელში 15 ნოემბერს დაკრძალეს.

„მეცხრე არხთან“ სატელეფონო საუბრისას, ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა, რომ ბიძამისთან შეხება არ ჰქონია და არც მის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, ისედაც 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო გადასული. ამბობს, რომ 15 ნოემბერს COVID 19-ზე ტესტირება ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

„გუშინ ბიძაჩემის გასვენებაშიც არ ვყოფილარ. კორონავირუსი არ დამიდასტურდა და ამჟამად თბილისში ვიმყოფები. რომც მქონდეს COVID 19 ესეც არ იქნებოდა პრობლემა. თვითიზოლაციიდანაც ყველენაირად შევეცდებოდი ჩემი მოვალეობის შესრულებას და ხალხის გვერდით დგომას“, - ამბობს ანტონ ობოლაშვილი.

ამ დროის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 10 პაციენტია გარდაცვლილი.

| Print |