COVID19
რეგიონში COVID 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ერთი სხვა ქვეყნის მოქალქეა. COVID 19-ის 24 შემთხვევა - ახალციხეში, 20 ბორჯომში, 8 - ადიგენში, 4 - ნინოწმინდაში, 2 - ახალქალაქში, 1 კი ასპინძაში გამოვლინდა.

გარდაცვლილია კიდევ ორი მოქალაქე. 84 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, ხოლო 83 წლის ქალი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 104 პირი, კვლევაში რჩება 381 პირის ბიოლოგიური მასალა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 460 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 626, ადიგენში - 265, ახალქალაქში - 127, ბორჯომში - 229, ასპინძაში - 127 და ნინოწმინდაში - 86.

კარატინში 303 პირი იმყოფება. აქედან 75 - ახალციხის, 228 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

16 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 264 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 11 – გარდაცვლილია, 204 კი გამოჯანმრთელდა.
| Print |