COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში - 18, აჭარაში - 9, იმერეთში - 9, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5, კახეთში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი. COVID 19-ით გარდაცვალების ფაქტები რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული.

| Print |