COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველზე მეტი შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი - 24 ინფიცირებული ადიგენში გამოვლინდა, 18 - ახალციხეში, 16 - ასპინძაში, 3 - ბორჯომში, 3 - ახალქალაქში, 1 კი ნინოწმინდაში.

რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ერთი მოქალაქე, 69 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში.

გამოჯანმრთელდა კიდევ 69 ადამიანი და მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 223 პირი, კვლევაში რჩება 221 პირის ბიოლოგიური მასალა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 532 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 676, ადიგენში - 259, ახალქალაქში - 128, ბორჯომში - 240, ასპინძაში - 137 და ნინოწმინდაში - 92.

კარატინში 383 პირი იმყოფება. აქედან 78 - ახალციხის, 205 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

17 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 329 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 12 – გარდაიცვალა.
| Print |