COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 89 395 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 539 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 71 468 გახდა.

გარდაიცვალა 37 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 815 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 370 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 763 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 435-ს შეადგენს.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |