COVID19
2 - გარდაცვლილი, 15 - განკურნებული, 106 ინფიცირებული - COVID 19-ის დღიური მონაცემები სამცხე-ჯავახეთში
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 1 საქართველოს მოაქალაქე არ არის. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 48 ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა, 20 - ადიგენში, 19 - ბორჯომში, 13 - ასპინძაში,  5 კი ახალქალაქში.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, 61 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში და 59 წლის ქალი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 ადამიანი და მათი რაოდენობა 288-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 130-მდე პირი, კვლევაში რჩება 196 პირის ბიოლოგიური მასალა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 503 ადამიანი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 642, ადიგენში - 292, ახალქალაქში - 127, ბორჯომში - 238, ასპინძაში - 159 და ნინოწმინდაში - 84.

კარატინში 250 პირი იმყოფება. აქედან 77 - ახალციხის, 173 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

18 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 434 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 14 – გარდაიცვალა.

| Print |