COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 93 092 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 409 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 73 877 გახდა.

გარდაიცვალა 38 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 853 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 186მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 833 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 518-ს შეადგენს.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |