COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მეტი - 14 ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა, 13 - ადიგენში, 13 - ასპინძაში, 10 - ბორჯომში, 3 - ახალქალაქში, ხოლო 2 - ნინოწმინდაში.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, 53 წლის მამაკაცი ადიგენის მუნიციპალიტეტში და 90 წლის ქალი ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 ადამიანი და მათი რაოდენობა 303-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 181 პირი, კვლევაში რჩება 272 პირის ბიოლოგიური მასალა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 460 ადამიანი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 558, ადიგენში - 274, ახალქალაქში - 131, ბორჯომში - 286, ასპინძაში - 139 და ნინოწმინდაში - 72.

კარატინში 272 პირი იმყოფება. აქედან 72 - ახალციხის, 200 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.

19 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 489 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 16 – გარდაიცვალა.
| Print |