COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 96 860 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 4 055 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 77 932 გახდა.

გარდაიცვალა 41 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 894 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 226 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 879 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 411-ს შეადგენს.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |