COVID19
დაემართება თუ არა განმეორებით COVID 19 მას, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა?
კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ემართებათ თუ არა ადამიანებს ვირუსი განკურნების შემდეგ. საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თუ COVID 19-ს ერთხელ გადაიტან, ხელახლა დაინფიცირების ალბათობა აღარ არსებობს. ამ მოსაზრებას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აბათილებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის გადატანა რეინფიცირებისგან არ გვიცავს.

„მოსახლეობაში, არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც, მუსირებს ის აზრი, რომ ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტი“ არის ერთ-ერთი გამოსავალი. ანუ ფიქრობენ რომ ვირუსის გადატანის შემდეგ იქნებიან დაცული. ცუდი ამბავი მაქვს ყველა ამ ადამიანისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი დაინფიცირების შემდეგ, თქვენს ორგანიზმში არის დაახლოებით 5 თვე. ზოგში შეიძლება იყოს 3 თვე, ზოგში 9 თვე, მაგრამ 5-6 თვის შემდეგ ეს იმუნიტეტი თქვენ აღარ გაქვთ.

ბევრი კვლევები ოფიციალურად დაბეჭდილი, რათქმაუნდა არ არის, იმიტომ რომ ამას დრო ჭირდება და ორ-სამ კვირაში ჩვენ უფრო ბევრი ინფორმაცია გვექნება, მაგრამ ფაქტი არის ერთი - თქვენი იმუნიტეტი არის 5 თვე. 5 თვის შემდეგ, შანსი, რომ თქვენ დაინფიცირდეთ, არსებობს. ის, რომ ძალიან მაღალი არის, ეს არავინ იცის. მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს შესაძლებელია. შესაბამისად, „ჯოგური იმუნიტეტის“ თეორიები და მოსაზრებები ჯერ ერთი, არაეთიკურია და შემდეგ გაუნათლებლობის საკითხი. ეს სისხლის სამართლის დანაშაულიც არის, იმიტომ რომ ფაქტობრივად მოუწოდებ მოსახლეობას, რომ არ დაიცვან წესები“
- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

კორონავირუსის რეიფიცირების შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

| Print |