რეგიონში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა ახალციხესა და ბორჯომში დაფიქსირდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მეტი - 32 - 32 ინფიცირებული ახალციხესა და ბორჯომში გამოვლინდა, 13 - ასპინძაში, 11 - ადიგენში, 2 - ნინოწმინდაში, ხოლო 1 - ახალქალაქში.
გამოჯანმრთელდა კიდევ 34 ადამიანი და მათი რაოდენობა 337-მდე გაიზარდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 143 პირი, კვლევაში რჩება 125 პირის ბიოლოგიური მასალა.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 796 ადამიანი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 770, ადიგენში - 371, ახალქალაქში - 126, ბორჯომში - 286, ასპინძაში - 158 და ნინოწმინდაში - 75.
კარატინში 247 პირი იმყოფება. აქედან 74 - ახალციხის, 247 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.
20 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 584 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 16 – გარდაიცვალა.