COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 111 818 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 045 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 92 215 გახდა.

გარდაიცვალა 39 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 1 051 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 102 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 6 192 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 739-ს შეადგენს.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |