COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19 კიდევ 84 პირს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 071 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 314 - თბილისში, 523 - აჭარაში, ხოლო 264 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 712, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში - 405, აჭარაში - 140, იმერეთში - 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 49, იმერეთში - 42.“
, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

25 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 1 912 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 432, ხოლო 17 - გარდაიცვალა.

| Print |