COVID19
რეგიონში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აღემატება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირების ახალ შემთხვევებს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში, კოვიდ 19-ით 84 პირი დაინფიცირდა და 87 - გამოჯანმრთელდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 28 შემთხვევა ადიგენში დაფიქსირდა, 19 – ახალციხეში, 16 – ბორჯომში, 12 - ასპინძაში, 7 – ახალქალაქში, ხოლო 2 – ნინოწმინდაში.

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 912 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 519-მდე გაიზარდა.

მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 156 პირი. კვლევაში რჩება 158 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 659 პირი. აქედან, ახალციხეში – 755, ადიგენში – 345, ასპინძაში – 138, ახალქალაქში 100, ბორჯომში – 297, ნინოწმინდაში - 24 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 275 პირია მოთავსებული, აქედან 59 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 216.

25 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ოფიციალურად, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების 17 შემთხვევაა რეგისტირებული.

| Print |