COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3801 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 118 690-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 124 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3200 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 98 781-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2 037 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 920-ს შეადგენს.

| Print |