COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 801 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 293 - თბილისში, 793 - იმერეთში, ხოლო 475 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა - 475, იმერეთი - 793, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759 მათ შორის, 6 165 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 728, აჭარაში-1 000, იმერეთში-1 215. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42,“
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

26 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 1 974 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 519, ხოლო 17 - გარდაიცვალა.
| Print |