COVID19
წყალთბილელი მამა-შვილის COVID 19-ით გარდაცვალებას ოფიციალურად არ ადასტურებენ
წყალთბილელი მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზად ოფიციალურად კორონავირუსი არ სახელდება. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმიანისტაციის აპარატის უფროსის განმარტებით, 43 წლის ქალსა და 73 წლის მამაკაცს, COVID 19-ზე გამოკვლევა არ ჩატარებიათ, შესაბამისად, მათ გარდაცვალებას კორონავირუსს ვერ დაუკავშირებენ.
„არ დასტურდება კოვიდინფიცირება, არ ყოფილან გატესტილები, შესაბამისად დადასტურებული არ არის“ - განუცხადა „მეცხრე არხს“ გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ წყალთბილაში მამა-შვილი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი COVID 19-ია.
ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით 17 ადამიანია გარდაცვლილი.
გააზიარეთ :