საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 19 წლის გოგონა გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობას. მას შემდეგ კი, რაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფიცირებულები არიან გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ambebi.ge