ახალციხეში კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა
კორონავირუსით ახალციხეში მცხოვრები 57 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი ხაშურის კლინიკაში მკურნალობდა, სადაც სასტუმრო „ტიფლისიდან“ 24 ნოემბერს გადაიყვანეს.
სასტუმროს მენეჯერის განმარტებით, მამაკაცი მათთან 22 ნოემბერს შეიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების გამო კი მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
„22–ში მოიყვანეს, ორი დღე გააჩერეს ჩვენთან, მერე რომ დაუმძიმდა მდგომარეობა, ექიმის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს. ჩვენთან, კოვიდ სასტუმროში მკურნალობა არ მიდის. ექიმმა მოითხოვა კლინიკაში გადაყვანა და გადაიყვანეს. გუშინ გარდაცვლილა, როგორც გავიგეთ“ – აცხადებს „ტიფლისის“ მენეჯერი გიორგი გურგენიძე.
მამაკაცი „გორმედში“ 30 ნოემბერს გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით, ამ დრომდე, 18 პაციენტი იყო გარდაცვლილი.