COVID19
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორს COVID 19 დაუდასტურდა
ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის დირექტორს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ირაკლი დიასამიძემ დადებითი პასუხი დღეს, 2 დეკემბერს მიიღო.

"ხველება და თავის ტკივილი დამეწყო საღამოს საათებში, მეორე დღიდან შეინიშნა ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი, ჩავიტარე გეგმიური ტესტირება, რომელმაც მიჩვენა ორგანიზმში კოვიდ ინფექციის არსებობა. საერთო შეფასებით თავს ვგრძნობ დამაკმაყოფილებლად. მკურნალობას გავდივარ სახლის პირობებში" - ამბობს ირაკლი დიასამიძე.

borjomi.tv
| Print |