COVID19
საქართველოში კორონავირუსით 4260 პირი დაინფიცირდა და 45 – გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 147 636-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 387 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 947 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 124 568-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 974 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 561 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 867-ს შეადგენს.
| Print |