რეგიონში COVID 19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ ახალციხეში დაფიქსირდა
1 გარდაცვლილი, 88 ინფიცირებული და 45 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო დღე–ღამის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში.
სამხარეო ადმინისტრაციის აპატარის ინფორმაცით, 88 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 33 – ახალციხეში, 27 – ბორჯომში, 14 – ადიგენში, 13 – ასპინძაში, 8 – ახალქალაქში, ხოლო 3 შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 507 გახდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 113 პირი. კვლევაში რჩება 41 ნიმუში.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევას, COVID 19–მა ახალციხის მუნიციპალიტეტში 81 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფიციალურად, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.
რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 915–მდე გაიზარდა.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 1 447-მდე შემცირდა. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 639 პირია, ადიგენში - 69, ასპინძაში - 119, ბორჯომში - 265, ახალქალაქში - 131 და ნინოწმინდაში - 24.
რეგიონში კარატინში რჩება 207 პირი. აქედან 50 - ახალციხის, 157 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.