COVID19
ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი კუბოებს, ვითვლით ახლა?! - პაატა იმნაძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს „ტვ პირველის" ეთერში მისი 16 აპრილის განცხადების შესახებ ჰკითხეს .

„ჩემზე ბევრ რამეს წაიკითხავ თუ მოინდომებ, როცა ვამბობდი, რომ ვერ დაითვლით-მეთქი [კუბოებს], ვითვლით ახლა?! დავითვალოთ რამდენია, 1200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის?! რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია უნდა დაგვეცვა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი 2020 წლის 16 აპრილს, მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„აქ საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკურ დანაკარგებზე, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას, თუ არა მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?! დავრჩეთ სახლში", - ამბობდა პაატა იმნაძე.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 1 387 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში გარდაცვლილი 20 პირია.
| Print |