COVID19
საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
COVID 19–ის ახალი ანტირეკორდი საქართველოში – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 152 704-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 425 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 336 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 126 904-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 241 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 671 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 899-ს შეადგენს.
| Print |