COVID19
114 შემთხვევა – COVID 19-ის ახალი ანტირეკორდი სამცხე–ჯავახეთში
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 5 068 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 959 ისევ თბილისში, 980 - იმერეთში, ხოლო 483 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში-483, იმერეთში-980, ქვემო ქართლში-296, შიდა ქართლში-222, გურიაში-122, სამეგრელო-ზემო სვანეთში-408, კახეთში-335, მცხეთა-მთიანეთში-130, სამცხე-ჯავახეთში-114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მათ შორის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-1 025, იმერეთში-1 267.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი“
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

4 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 2 621 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 915, ხოლო 20 - გარდაიცვალა.
| Print |