COVID19
COVID19 - მითები და პრევენციის გზები (ნაწილი 2)
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ვირუსის შესახებ გაჩნდა ბევრი ყალბი ნიუსი, რომელიც სოციალურ ქსელებში სწრაფად ვრცელდება.

პირველი მითი: შესაძლებელია ვირუსის პრევენცია სახლის პირობებშიც. სამკურნალო საშუალებებად სახელდება ნიორი, არაყი, წიწაკა, ცხელი წყალი და კიდევ ბევრი რამ. რამდენად შეესაბამება რეალობას?

გავრცელებული მოსაზრება, რომ ნიორი, არაყი, წიწაკა პრევენციული საშუალებებია მითია. ნიორი ჯანსაღი საკვებია, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს და იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება ორგანიზმს, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ნივრის მოხმარება ადამიანებს კორონავირუსისგან დაგვიცავს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ნიუსები კორონავირუსის მკურნალობაზე, ნივრით, არყით, წიწაკით, ან ცხელი წყლით, და.ა.შ. მათი უმრავლესობა რუსული წყაროებიდანაა.


ნივრით სახლში მკურნალობის მეთოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. კომენტარებში მიღების მეთოდსა და დოზებს მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ.

შესაძლებელია თუ არა ნივრის მიღებით თავი დავიცვათ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისგან, გთავაზობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მითი მეორე: ანტიბიოტიკების მიღება კორონავირუსის მკურნალობას ეფექტურს ხდის.

• არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური კორონავირუსის სამკურნალოდ?
არა, ზოგადად, ანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ არაეფექტურია, ის გამოიყენება ბაქტერიებთან ბრძოლის დროს. კორონავირუსი არის ვირუსი და შესაბამისად, ანტიბიოტიკების მიღება არ იქნება ეფექტური და ვერ უმკურნალებს დაინფიცირებულ ადამიანს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გავრცელებულ მითს პასუხობს.

რა არ უნდა გააკეთოთ თუ კორონავირუსით დაინფიცირდით?

არ მოწიოთ, არ მიმართოთ ტრადიციულლ მედიცინას, ნივრის ჭამა და ალკოჰოლის მიღება არ არის განკურნების გარანტია,  არ იცავს ინფიცირებისგან რამდენიმე პირბადის ერთდროულად ტარება, არ შეიძლება საკუთარი ინიციატივით წამლების მიღება, მაგალითად, ანტიბიოტიკების.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |