COVID19
105 ინფიცირებული და 12 გამოჯანმრთელებული - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა რეგიონში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 16 ადიგენში, 9 ასპინძაში, 21 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 52 ბორჯომში და 3 ნინოწმინდაში. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 122-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.

კვლევაშია 94 პირის ბიოლოგიური მასალა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 12 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 013 შეადგინა. რეგიონში კორონავირუსით სულ 21 პირია გარდაცვლილი. სამცხე-ჯავახეთში სულ გამოვლენილია 2 725 შემთხვევა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 425 პირი. აქედან 279 ადიგენში, 150 ასპინძაში, 545 ახალციხეში, 128 ახალქალაქში, 394 ბორჯომში, 26 ნინოწმინდაში.

კარანტინში მოთავსებულია 300 ადამიანი, მათგან 47 ახალციხეში, 253 კი ბაკურიანში მოწყობის საკარანტინე სივრცეებში.

| Print |