COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსზე უფასო ტესტირება 12 ადგილზეა შესაძლებელი
საქართველოში მასობრივი ტესტირება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში დაახლოებით, 20 000 პირის გამოკვლევა მოხდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება სამცხე-ჯავახეთში, ყველა მუნიციპალიტეტში, სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ცენტრის ოფისშია შესაძლებელი.

ახალციხე:
  • ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ქ.ახალციხე, ეცხოველის #6
  • ახალციხის კლინიკა იმედი - ქ.ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ჩიხი #3
  • წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკა - ქ.ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი, ყოფილი ტყე-სანერგის ტერიტორია.
ასპინძა:
  • ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - თამარ მეფის #3
  • ასპინძის ევექსის კლინიკა - შალვა ახალციხელის #1/ა
ადიგენი:
  • ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ბალახაშვილის #19
  • ადიგენის ევექსის კლინიკა - ბალახაშვილის #11
ბორჯომი:
  • ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - მესხეთის #5
  • ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრი - სააკაძის #3
ახალქალაქი:
  • ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - ლომსაძის #71
  • ახალქალაქის ევექსის ჰოსპიტალი - აღმაშენებლის #31
ნინოწმინდა:
  • ნინოწმინდის ევექსის კლინიკა - თავსუფლების #48
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის დადებითი შედეგი გადამოწმებას არ საჭიროებს და ის სანდოა.

| Print |