COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 321 ახალი შემთხვევაა, სამცხე-ჯავახეთში 76
24 საათში, საქართველოში ტესტირება 14 396 პირს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი 4 321 გამოვლინდა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში შემთხვევების საერთო რაოდენობა 162 475-ს შეადგენს.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 615, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 42 პაციენტი. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 1 504-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.

ქვეყანაში 6 897 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 066 პირის მდგომარეობა. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი.

16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |