COVID19
სხალთის მთავარეპისკოპოსს კორონავირუსი დაუდასტურდა
სხალთის მთავარეპისკოპოსს მეუფე სპირიდონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში"
,-წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავების კორონავირუსით ინფიცირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე COVID 19 დაუდასტურდათ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილს, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილსა და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველს მეუფე ლაზარე სამადბეგიშვილს. კორონავირუსმა მათგან ერთ–ერთი მღვდელმმთავრის სიცოცხლე შეიწირა. მეუფე ლაზარე 20 ნოებერს გარდაიცვალა.

ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია და მასთან შეხვედრები შეზღუდულია.
| Print |