COVID19
45 ინფიცირებული და 31 განკურნებული – კორონავირუსის დღიური სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 2 846-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 შემთხვევა ახალციხეში, 19 – ბორჯომში, 7 – ადგენში და 4 – ასპინძაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 89 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 4 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 076 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 308 პირი. აქედან ახალციხეში – 524 პირი, ადიგენში – 237, ასპინძაში – 138, ახალქალაქში – 109, ბორჯომში– 271, ნინოწმინდაში კი 29 პირი.

რეგიონში კარანტინში რჩება 243 პირი, აქედან 57 ახალციხეში, 186 კი ბაკურიანში.

7 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |