საქართველოში კორონავირუსის 4 734 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე – stopcov.ge-ze გამოქვეყნდა.
ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 174 383-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 614 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 3 895 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 145 287-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 126 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 900 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 689-ს შეადგენს.