COVID19
ალერგიულ ადამიანებს ურჩევენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ
დიდი ბრიტანეთში ალერგიულ მოქალაქეებს ურჩევენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მარეგულირებელმა უწყებამ გაავრცელა. ამის შესახებ Guardian წერს.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის რამდენიმე მუშაკს, რომელთაც აცრა გაუკეთეს, ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ.

ამასთან, ალერგოლოგების თქმით, ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. ადამიანებმა, რომელთაც წამლებსა და საკვებზე მკვეთრად გამოხატული ალერგია აქვთ, თავადაც იციან, რომ ნებისმიერი აცრა მათთვის სასურველი არ არის.

ამასთან, ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყების ცნობით, იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება.

report.ge
| Print |