43 გარდაცვლილი და 4 570 ინფიცირებული – კორონავირუსის დღიური სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე – stopcov.ge-ze გამოქვეყნდა.
ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 178 953-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 657 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 3 045 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 148 332-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 019 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 918 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 524-ს შეადგენს.