COVID19
ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები დაასახელეს
ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის ყველაზე საშიში გამავრცელებლები დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ ეს არა ფიზიკური არსებები, არამედ ფიზიკური გარემოა, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

სპეციალისტების თქმით, ვირუსის მატარებელი ინფექციის საშიში გამავრცელებელი ხდება არა ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე, არამედ იმ გარემო პირობების მიხედვით, რომელშიც ის იმყოფება.

ასეთი გარემო კი დახურული სივრცეა, სადაც ჰაერი არ ნიავდება. ამ გარემოში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, თუ დაცული არაა სოციალური დისტანცია და ყველა იქ მყოფი არ ატარებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, მსუბუქი ფორმების შემთხვევაში გადამდებია ინკუბაციის პერიოდის გასვლიდან 10 დღე და საშუალო ფორმის შემთხვევაში, ინკუბაციის დასრულებიდან 20 დღე ვირუსის გამავრცელებელია.
| Print |