COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა და რეგიონში მათი რაოდენობა 29–მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 6 პირიდან 2 ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, 2 – ახალქალაქში, 1 – ასპინძასა და 1 – ნინოწმინდაში.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, რეგიონში კოვიდ 19–ით კიდევ 69 პირი დაინფიცირდა და მათი რაოდენობა 3 175-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 69–დან 20 შემთხვევა ახალციხეში, 25 – ბორჯომში, 11 – ადიგენში, 7 – ასპინძაში, 4 – ახალქალაქში და 1 – ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 172 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 110 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 56 პაციენტი და რეგიონის მასშტაბით სულ გამოჯანმრთელებულია 1 265 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 356 ადამიანი. აქედან ახალციხეში – 447 პირი, ადიგენში – 288, ასპინძაში – 160, ახალქალაქში – 115, ბორჯომში– 325, ნინოწმინდაში კი 21 პირი.

კოვიდსასტუმროებში იმყოფება 65 პირი.
| Print |