COVID19
6 გარდაცვლილიდან ორი პაციენტი ახალციხის კლინიკებში მკურნალობდა
ერთ დღე–ღამეში გარდაცვლილი 6 პაციენტიდან ორი კოვიდინფიცირებული ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობდა. თავისუფალი ადგილების არქონის გამო, კლინიკა "იმედიდან" და ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან, თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში მათი გადაყვანა ვერ მოხერხდა.

კლინიკა "იმედის" მენეჯერის განმარტებით, მათთან 64 წლის კოვიდინფიციებული პაციენტი 23 ნოემბრიდან იმყოფებოდა. მზია კაკოშვილის თქმით, დედაქალაქში მისი გადაყვანის აუცილებლობა არ იყო, რადგან ინფიცირებულს, რეანიმაციულ განყოფილებაში შესაბამის მკურნალობას ისედაც უტარდებდნენ. მიუხედავად ამისა, ახლობლებს პაციენტის ცენტრალურ კლინიკაში მოთავსება მაინც სურდათ, თუმცა, ვერ მოახერხეს. კლინიკა „იმედში“ კი კოვიდინფიციებულის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

ასაკიანი მამაკაცის გადაყვანა ვერ მოახერხეს ვერც ახალციხის რეფერალური ჰოსპტლიდან, სადაც მხოლოდ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებს მკურნალობენ. ჰოსპიტლის მთავარი ექიმის ბესიკ ბურჯალიანის განმარტებით, გარდაცვლილის ახლობლებმა თავისუფალი ადგილი სხვა კლინიკებში ვერ ნახეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ექვსი ადამიანიდან ორი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, 2 – ახალქალაქში, 1 – ასპინძასა და 1 – ნინოწმინდაში.

11 დეკემბრის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით, ოფიციალურად კორონავირუსით გარდაცვლილი 29 პირია რეგისტრირებული.


| Print |