COVID19
ავღანეთში მყოფი სამხედრო მისია, ჯარისკაცებში COVID 19-ის გავრცელების გამო, სამშობლოში ვერ ბრუნდება
ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები თვეების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სამხედრო პირების თქმით, ჯარისკაცების ჩამოსვლა, მათ ნაწილში კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო. ისინი საქართველში 14 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ჯარისკაცები ზუსტად ვერ ამბობენ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა მათ ნაწილში კოვიდ19, თუმცა "მეცხრე არხთან" ადასტურებენ, რომ ინფიცირების შემთხვევების გამო ოჯახების დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაედოთ.

14-ში უკვე საქართველოში ვიქნებოდით, თუმცა აქ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც წელს სავარაუდოდ ვეღარ ჩამოვალთ“- ამბობს ავღანეთში სახედრო მისიით მყოფი ქართველი ჯარიკაცი.

"მეცხრე არხის" მიერ მოპოვებულ ინფორმაციას საქათველოს თავდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყება ამბობს, რომ აღნიშნული, სიმართლეს არ შეესაბამება და როტაცია გეგმის მიხედვით განხორციელდება.

„ჩვეული ვითარებისგან განსხვავებით, მაქსიმალური სიფრთხილით ხდება რეგულაციების დაცვა, როგორც ავთანეთში, ასევე საქართველოში“ – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

როდის დაბრუნდებიან საქართველოში სამხედრო პირები უწყებას პასუხი არ აქვს. მათი განმარტებით, ჯარისკაცების უსაფრთხოებიდან გამომდინარე სამინისტრო ამ ინფორმაციას წინასწარ არ გასცემს.

ჯარისკაცები ავღანეთში სამხედრო მისიით 7 ივლისს წავიდნენ.
| Print |