COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით 43 ადამიანი დაინფიცირდა
გასული დღე–ღამის გამავლობაში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი დაინფიცირდა. რეგიონში COVID-19–ის შემთხვევათა რაოდენობა 3 312–მდე გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 189 726 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 158 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 1790.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა - 219, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 231, შიდა ქართლი - 156, გურია - 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 142, მცხეთა-მთიანეთი - 84, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

13 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 312 შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაიცვალა 30.
| Print |