43 ინფიცირებული და 58 გამოჯანმრთელებული - რეგიონის კოვიდსტატისტიკა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა - 3339 -მდე გაიზარდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 43–დან 7 შემთხვევა ახალციხეში, 26 – ბორჯომში, 2– ადიგენში 4 – ასპინძაში და ასევე 4 ახალქალაქში.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 109–მდე პირი, კვლევაში გვრჩება 154 ნიმუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 58 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 390-ს მიაღწია.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 291 ადამიანი. აქედან ახალციხეში - 380, ადიგენში – 281, ასპინძაში – 174, ახალქალაქში – 124, ბორჯომში– 324, ნინოწმინდაში კი - 8 პირი.
კოვიდ სასტუმროში რჩება 80 მოქალაქე.
ოფიციალური მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის დიაგნოზით, 30 ადამიანია გარდაცვლილი.