საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევები ისევ გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 194 900-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 3 105 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 164 786 გახდა.
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 205-ია, საიდანაც, 6 710 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 438პირი იმყოფება.
კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 2 734 პაციენტი იმყოფება.
მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე 17 719 პირი გადის.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 47 993 პირი იმყოფება.