COVID19
კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მსახიობის ძმის, იმერი კავსაძის ინფორმაციით, იგი საავადმყოფოდან გუშინ გაეწერა და სარეაბილიტაციო პერიოდს სახლის პირობებში გადის. ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ თავად იმერი კავსაძე და მისი მეუღლეც.

კორონასგან გამოჯანმრთელდა, ახლა უკვე სარეაბილიტაციო პერიოდი სახლში უნდა გაიაროს და სახლის პირობებში მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ. რომ გითხრათ, გადასარევად არის-თქო, ძნელია, რადგან ორი კვირა მწოლიარეა, მაგრამ ყველაფერი კარგად წავა“, - განაცხადა იმერი კავსაძემ.

კახი კავსაძე კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

interpressnews.ge
| Print |